სი­ცო­ცხლის ფორ­მის ერთ-ერთი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი აბუ­ლის მთა­ზე არ­სე­ბულ ჩამ­ქრალ ვულ­კან­ზე აღმოაჩინეს. ამის შე­სა­ხებ ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, არ­მენ სერ­ო­ფი­ა­ნი და ლე­ვან მუმ­ლა­ძე „Caucasusana“-თან სა­უბ­რო­ბენ. პუბ­ლი­კა­ცია 2024 წლით თა­რიღ­დე­ბა, თუმ­ცა აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას არ კარ­გავს.

  • რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აცხა­დე­ბენ ვულ­კან­თან კი­ბორჩხა­ლა-ობო­ბა ახა­ლი სა­ხე­ო­ბა Psammitis abuliensis-ი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ახა­ლი სა­ხე­ო­ბა ამ ჩამ­ქრალ ვულ­კან­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნის მთა­თა სის­ტე­მის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მთაა.

“ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ეს ობო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს Psammitis-ის გვა­რის ორ სხვა კი­ბორჩხა­ლა-ობო­ბა: ერთი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაა (Psammitis sabulosus) და მე­ო­რე თურ­ქე­თი­დან (Psammitis demirsoyi). თუმ­ცა, ახა­ლი სა­ხე­ო­ბა ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის­გან გა­მო­ირ­ჩე­ვა გე­ნე­ტი­კით, შე­ფე­რი­ლო­ბი­თა და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ფორ­მით,“ - წერს forbes.

კი­ბორჩხა­ლა - ობო­ბა გვა­რი Psammitis, მო­ი­ცავს 30-ზე მეტ სა­ხე­ო­ბას, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ო­ში გვხვდე­ბა. მა­გა­ლი­თად, Psammitis bonneti, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად 1938 წელს იქნა აღ­წე­რი­ლი, საფ­რან­გე­თი­დან რუ­სე­თამ­დე გვხვდე­ბა, ხოლო Psammitis labradorensis ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­სა და გრენ­ლან­დი­ა­ში.

www.allnews.ge