პატარა წილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრო მანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ახალ კვლევაშია აღნიშნული.
„თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ავტოინდუსტრიის 9 თვის მონაცემების მიხედვით, პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ელექტრო ავტომობილების რაოდენობისა და წილის ზრდა ამ ტიპის მანქანების გაზრდილ პოპულარობაზე მიანიშნებს.
