საქართველოში ავტომობილების მხოლოდ 3%-ია 3 წელზე ნაკლები ასაკის - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

მავე კვლევის მიხედვით, საავტომობილო ფლოტის 52% 20 წელზე მეტი ასაკისაა, თუმცა პირველად რეგისტრაციებში საშუალო ასაკის კლება და პრეპანდემიულ ნიშნულზე დაბლა ჩასვა ფლოტის განახლებისკენ მიანიშნებს. 

გარდა ამისა, ავტოპარკის 29% 11-დან 20 წლამდე ასაკის მანქანებზე მოდის, 11% - 7-დან 10 წლამდე; 4%- 4-დან 6 წლამდე.