„თიბისი კაპიტალმა“ საქართველოს ავტოპარკის შესახებ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოს ავტომობილების ფლოტი 2025 წლის პირველ 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა, რასაც ყველაზე მეტად ხელი მსუბუქმა ავტომობილების ნაწილში ზრდამ შეუწყო.
„2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა.
ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს.
პატარა წილების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ სამ კავრტალში, პირველად რეგისტრაციებში ჰიბრიდი ავტომობილების რიცხვი წლიურად 24%-ით, ხოლო ელექტრო მანქანების რიცხვი წლიურად 81%-ით გაიზარდა.
პირველად რეგისტრირებული მსუბუქი ელექტრო ავტომობილების რაოდენობისა და წილის ზრდა ამ ტიპის მანქანების გაზრდილ პოპულარობაზე მიანიშნებს.
ახალი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები ბოლო ორი წლის მანძილზე მცირდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. შემცირება ნაწილობრივ აიხსნება დაგროვებული მოთხოვნის უცაბედი რეალიზებით 2022 და 2023 წლებში.
საერთაშორისო დამოკიდებულება ეკონომიკურ განვითარებასა და ავტომობილების რაოდენობას შორის აჩვენებს, რომ საქართველოს საავტომობილო ფლოტს ზრდის დიდი პერსპექტივა აქვს“, - ნათქვამია თიბისი კაპიტალის კვლევაში.
საქართველოს ავტოპარკი 2025 წლის 9 თვეში 5.4%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“
მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ - ირაკლი კობახიძე
დღეს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად ისე აფასებს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როგორც ჩვენ ამას ვაკეთებდით გასული წლების განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა