საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს.
„უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის, ე.წ. EQAR-ის გადაწყვეტილებით საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რომელიც გაუქმდა დაახლოებით 2 წლის წინ. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების შედეგებს. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის EQAR-თან. შეფასების ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები, ბოლო პერიოდში კანონქვემდებარე აქტებში განხორციელებული ცვლილებები და ამას დაეფუძნა ეს გადაწყვეტილება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ში რეგისტრაციის აღდგენა ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი განათლების სამინისტროს, განათლების მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის. ამაზეც არ უნდა შევჩერდეთ. ეს სისტემა საჭიროებს მუდმივ სრულყოფას, მუდმივ განვითარებას და ეს არის ჩვენი უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რაზეც განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს აღუდგა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები შეესაბამება უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს - ირაკლი კობახიძე
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის კუთხით - ირაკლი კობახიძე
სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - ირაკლი კობახიძე
Paramount Skydance-მა WBD-ის შეძენა დაასრულა
1791361800