2026 წლის აგვისტოში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, რომელიც სამშენებლო სექტორში დანახარჯების ცვლილებას ასახავს, წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა. ამასთან, წლიურ ჭრილში ინდექსი 3.4%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში საცხოვრებელი მშენებლობის ინდექსი თვიურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 0.6%-ით შემცირდა. არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი თვიურად 4.7%-ით დაეცა, წლიურად კი 4.6%-ით მოიმატა.

რაც შეეხება სამოქალაქო მშენებლობას, ამ მიმართულებით ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6%-ით, ხოლო გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 7%-ით გაიზარდა.

საქსტატის განმარტებით, თვიური კლების მთავარი მიზეზი მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასის 6.5%-იანი შემცირება იყო, რომელმაც ინდექსის ცვლილებაში -1.42 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

წლიურ ზრდაზე კი ყველაზე დიდი გავლენა ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების 19.7%-იანმა მატებამ მოახდინა, რომელმაც ინდექსის ცვლილებაში 2.31 პროცენტული პუნქტი შეიტანა. სამშენებლო მასალების 0.8%-იანმა გაძვირებამ კი ზრდაში 0.48 პროცენტული პუნქტით შეიტანა წვლილი.

2022 წლის თებერვალთან შედარებით, 2026 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 29.2%-ით იყო გაზრდილი.