“რამდენიმე თვეა, ყურადღებით ვაკვირდები ქართული ბიზნესდავების ისტორიაში ბევრი თვალსაზრისით ერთ-ერთ საინტერესო ქეისს - „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ გარშემო მიმდინარე დავას და მრჩება შთაბეჭდილება, რომ აკადემიის მინორიტარი (30%) აქციონერის, ნათია ჯანაშიას მიერ წარმოებული კამპანიას არაფერი აქვს საერთო სიმართლის ძიებასთან. ის არის პოპულიზმსა და ემოციურ მანიპულაციებზე აგებული, მიზანმიმართული, აგრესიული რეპუტაციული შეტევის კლასიკური მაგალითი”, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც აღნიშნული ბიზნეს-დავის მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს საზოგადოებას.
მისი თქმით, გამოიკვეთა ნათია ჯანაშიას კამპანიის ნეგატიური და საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც უკიდურესად დამაზიანებელი რამდენიმე ასპექტი. ცუცქირიძე მათგან უმთავრესებზე ამახვილებს ყურადღებას:
“პირველი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც იოლად ჩანს ნათია ჯანაშიას მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და რიტორიკაში, ესაა დოკუმენტური ფალსიფიკაციის პრაქტიკა და არგუმენტაციის ფაქტობრივად არარსებობა.
მაგალითად, ჩავარდა ნათია ჯანაშიას პირველივე მცდელობა, რომ საკუთარი ნარატივი „მყარი მტკიცებულებებით“ გაემაგრებინა - იგი ეცადა 2019 წლის 26 იანვრით დათარიღებული Excel-ის შიდა სამუშაო ფაილი დასრულებულ სამართლებრივ ხელშეკრულებად (ბიზნესგეგმად) შეესაღებინა საზოგადოებისთვის და ამით დაემტკიცებინა ე.წ. ოქროყანის მიწის „ნულოვანი ღირებულება“. ეს იმ ფონზე, როცა რეალურად, საბოლოო იურიდიული ხელშეკრულება პირდაპირ განმარტავს, რომ მხოლოდ იგი (ეს ხელშეკრულება) და მემორანდუმი წარმოადგენს მხარეთა ერთიან შეთანხმებას და შესაბამისად, აუქმებს მანამდე არსებულ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამუშაო ფაილებსა თუ ჩანახატებს).
ფაქტია, როცა მრავალმილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებების არსებობის დამტკიცებას სამუშაო ცხრილებით ცდილობ და როცა ეს ვალდებულებები საბოლოო დოკუმენტაციაში არაა ასახული, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების შეცდომაშიშეყვანის მცდელობასთან გვაქვს საქმე”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს ასევე, ნათია ჯანაშიას რიტორიკის შინაარსზე, სადაც ის ცდილობს - თავი წარმოაჩინოს, მსხვერპლად, რომელსაც ბოროტი მტაცებელი ინვესტორი დაესხა თავს.
“ნათია ჯანაშიას რიტორიკა მუდმივად ტრიალებს ამ ღიმილისმომგვრელად მარტივ სქემაზე. იგი საზოგადოებრივი ემოციებით მანიპულირებითცდილობს მიზანმიმართულად დატოვოს ჩრდილში უმნიშვნელოვანესი ფაქტები. ფაქტები კი მეტყველებს იმას, რომ ნათია ჯანაშიამ ქმართან ერთად, კოლოსალური ფინანსური სარგებელი მიიღო 2019 წელს, როცა ინვესტორმა 70%-იან წილში დაახლოებით 30 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც იმდროინდელ საბაზრო ღირებულებას 500 000 ლარით აღემატებოდა კიდეც. ეს თანხა მიიღო არა სკოლამ, არამედ პირადად ცოლ-ქმარმა.
ფაქტია ისიც, რომ ნათია ჯანაშიამ, 2024 წელს, მიუხედავად შეთავაზების სარგებლიანობისა, თავად თქვა უარი წილის გამოსყიდვის საპასუხო წინადადებაზე, როცა ინვესტორმა მას 30%-იან წილში, მის მიერ შეთავაზებულ თანხაზე გაცილებით მაღალი ღირებულება - ერთეულზე 33%-ით გაზრდილი ფასი დაუფიქსირა. შეთანხმება მხოლოდ იმიტომ ჩაიშალა, რომ უარი თავად ჯანაშიამ განაცხადა.
ამას დამატებული ის ფაქტიც, რომ ინვესტორისშემოსვლის მომენტში “აკადემია” მძიმე სასესხო ვალდებულებებში იმყოფებოდა, ხოლო ახალი აქციონერის პირობებში (2019–2024 წლებში) კომპანიამ 29.9 მლნ ლარის ჯამური წმინდა მოგება დააგენერირა დაკაპიტალი უარყოფითი ნიშნულიდან რამდენიმე ათეულ მილიონამდე გაზარდა, საერთოდ ყოველგვარ საფუძველს აცლის ნათია ჯანაშიას ნარატივს”, - მიაჩნია ცუცქირიძეს.
“კიდევ სხვა მიმართულებაა, როცა ვხედავთ თუ როგორ მოქმედებს ნათია ჯანაშია “აკადემიის” ინტერესების წინააღმდეგ, როცა ცდილობს, ნებისმიერი გზით მოახდინოს მართვის ბლოკირება და ზიანი მიაყენოს “აკადემიას”. ის უარს აცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმატის შესაბამისი, ახალი წესდების მიღებაზე. ამით ხელოვნურად აფერხებს რეგისტრაციის პროცესს. ის ასევე, უარს აცხადებს მხარეთა შორის, თავის დროზე, შეთანხმებული სქემით (30/70-ზე) “ოქროყანის მიწის “აკადემიის” კაპიტალში შეტანაზე.
ნათელია, რომ ამგვარი საბოტაჟითა და პროცესების ბლოკირების მცდელობით, ნათია ჯანაშია თავად ხდება ორგანიზაციის შესაძლო კრიზისის მთავარი წყარო. ეს კი სჭირდება საიმისოდ, რომ პარტნიორებზე ზეწოლის გზით, როგორმე “აკადემია” უკანონოდ დაიბრუნოს”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
კიდევ ერთი ასპექტი, რაზეც ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს, ნათია ჯანაშიას მხრიდან ფინანსურ სისტემაზე განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივი თავდასხმაა.
“ნათია ჯანაშიას კამპანიის ყველაზე სახიფათო და უპასუხისმგებლო გამოვლინება ქვეყნის სისტემური ბანკის - „საქართველოს ბანკის“ ბოიკოტირებისკენ მოწოდება აღმოჩნდა. მან საზოგადოებას მოუწოდა მასობრივად დახურონ ანგარიშები და გაიტანონ დეპოზიტები ქვეყნის უმსხვილესი ბანკიდან, რომლის მიმართაც არანაირი ფინანსური თუ გადახდისუნარიანობის პრეტენზია არ არსებობს.
პირდაპირ უნდა ითქვას, - საკუთარი კერძო ბიზნესინტერესის გამო ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დარტყმის ქვეშ დაყენება, ცდება ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ ჩარჩოს. ეს ცალსახად არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ეკონომიკური შანტაჟის მცდელობა”, - ამბობს გიორგი ცუცქირიძე და იქვე დასძენს, რომ ამავე “სერიიდანაა” ნათია ჯანაშიას მიერ განხორციელებული აბსურდული საერთაშორისო აქტივობა, როცა მან ლონდონის საფონდო ბირჟასა და FTSE Russell-ის წერილები გაუგზავნა და ინვესტორის დელისტინგი და მისი აქციებით ვაჭრობის შეჩერება მოითხოვა.
“საბოლოო ჯამში, ნათია ჯანაშიას კამპანია შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფაქტობრივი ვაკუუმის ფონზე, საჯარო შანტაჟის გზით, მიზნის მიღწევის მცდელობა. თუმცა, ნაკლებად სარწმუნოდ მიმაჩნია, რომ ამ გზამ, ნათია ჯანაშია თუნდაც ელემენტარულ წარმატებამდე მიიყვანოს”, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.