რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაკავება დაიწყო. სპეცრაზმმა პარლამენტის წინა ტერიტორია, ასევე, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩები სრულად დაიკავა. აღნიშნული ტერიტორია თითქმის სრულად გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან.
ამ დროისთვის, მომიტინგეებმა „თბილისი მერიოტთან“ გადაინაცვლეს. რამდენიმე სპეცრაზმელი კი მომიტინგეებს დაედევნა და დააკავა.
მანამდე იყო გამაფრთხილებელი სიგნალი და გაუშვეს წყლის ჭავლი.