ყოველწლიურად Google აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც ყველაზე ტრენდული საძიებო მოთხოვნებია შეტანილი. ეს ანგარიში გვიქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას "გუგლავდნენ" მსოფლიოს გარშემო ყველაზე ხშირად წლის განმავლობაში, ანუ რა თემებმა მიიპყრო საყოველთაო ინტერესი პოპკულტურის, გართობისა და ახალი ამბების სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ Google-ის ანგარიში არ ასახავს ზოგადად ყველაზე პოპულარულ საძიებო მოთხოვნებს. ასე რომ იყოს, სია სავსე იქნებოდა ისეთი ზოგადი ტერმინებით, როგორიცაა "ამინდი", და არა უშუალოდ ტრენდული თემებით.
ამის ნაცვლად, Google ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხებზე, რომლებზეც 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტრაფიკის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა.
2025 წელს ყველაზე ხშირად "დაგუგვლადი" თემა იყო:
- Gemini
- ინდოეთი vs ინგლისი (კრიკეტის მატჩი)
- ჩარლი კირკი
- Club World Cup
- ინდოეთი vs ავსტრალია (კრიკეტის მატჩი)
- DeepSeek
- AsiaCup
- ირანი
- iPhone 17
- პაკისტანი და ინდოეთი
2025 წელს ყველაზე ხშირად "დაგუგვლადი" ადამიანები:
- d4vd
- კენდრიკ ლამარი
- ჯიმი კიმელი
- ტაილერ რობინსონი
- რომის პაპი რეო XIV
- ვაიბაჰა სურიავანში
- შედურ სანდერსი
- ბიანკა ცენსორი
- ზოჰრან მამდანი
- გრეტა თუნბერგი
რაც შეეხება, სოციალურ პლატფორმებს, 2025 წლის მონაცემებით, სოციალური მედიის პლატფორმებს დაახლოებით 5.41 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 65.7%-ს შეადგენს; ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი რიცხვი 241 მილიონით გაიზარდა. ათობით სოციალურ ქსელს შორის ყველაზე მეტი, 3 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველთვიურად Facebook-ს ჰყავს. შესაბამისად, პლანეტის მოსახლეობის 37% სწორედ ამ პლატფორმაზეა აქტიური.
QuantumRun-ის ნოემბრის მონაცემებით, მეორე ყველაზე პოპულარული პლატფორმა 3 მილიარდი მომხმარებლით WhatsApp-ია. ორივე კომპანიას Meta მართავს, რომელიც, ჯამურად, მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით TOP 10 სოციალური ქსელიდან 4-ის მფლობელია.
ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები მომხმარებლის რაოდენობისა და ტრაფიკის მიხედვით:
ტრაფიკი: ვებსაიტზე ვიზიტორების ან მომხმარებლების რაოდენობა, რომელიც იზომება განხორციელებული ვიზიტებით ან სესიებით
| პლატფორმა | მფლობელი კომპანია | აქტიური მომხმარებლები | ტრაფიკი | |
|---|---|---|---|---|
| 1 | Meta | 3.07 მლრდ | 10.5 მლრდ | |
| 2 | Meta | 3 მლრდ | 2.51 მლრდ | |
| 3 | YouTube | Alphabet | 2.7 მლრდ | 42.83 მლრდ |
| 4 | Meta | 2 მლრდ | 5.29 მლრდ | |
| 5 | TikTok | ByteDance | 1.84 მლრდ | 2.05 მლრდ |
| 6 | Sina Corporation | 1.39 მლრდ | 85.47 მლნ | |
| 7 | Telegram | Telegram | 1 მლრდ | 416.49 მლნ |
| 8 | Messenger | Meta | 947 მლნ | 216.1 მლნ |
| 9 | Snapchat | Snap Inc | 900 მლნ | 269.92 მლნ |
| 10 | Viber | Rakuten | 820 მლნ | 13.43 მლნ |
მიუხედავად მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების პოპულარობის ზრდისა, განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, კვლავ Youtube ლიდერობს. პლატფორმაზე ყოველთვიურად თითქმის 43 მილიარდი სესია სრულდება - თითქმის 4-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ყველაზე მეტი მომხმარებლის მქონე Facebook-ზე.
მიუხედავად ამისა, TikTok წელსაც ყველაზე სწრაფად მზარდ სოციალურ პლატფორმად რჩება.
მოკლე ვიდეოების გაზიარებაში TikTok-მა რევოლუცია მოახდინა კონტენტის აღმოჩენის ალგორითმზე დაფუძნებული გზით. პლატფორმამ ხუთი წლის განმავლობაში ძიების ინტერესი 147%-ით გაიზარდა და 2025 წლისთვის ყოველთვიურად 1.84 მილიარდ აქტიურ მომხმარებელს მიაღწია.