საქართველოში პირველად, ყველაზე მასშტაბური „Unlimited Summit“ გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს თავისუფალ პროფესიონალებს (Freelancers), ინოვატორებსა (Startupers) და ბიზნესის შემქმნელებს (Entrepreneurs).
ღონისძიებას 25 აპრილს, საერთო სამუშაო სივრცე „კომბინატი“ (მოსკოვის გამზ. N13) უმასპინძლებს, რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორია.
„Unlimited Summit“-ზე 40-მდე ექსპერტი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას მათ, ვინც ციფრულ ეპოქაში მომავლის შექმნით არის დაინტერესებული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ არის მხოლოდ ტექ-კონფერენცია — სამიტის მთავარი მიზანი დამსწრეებისთვის 360-გრადუსიანი მხარდაჭერის სისტემის შექმნაა.
რატომ არის ეს სამიტი გამორჩეული?
- სწორი აუდიტორია: დასწრება სრულიად უფასოა, თუმცა მონაწილეები რთული ფილტრის საფუძველზე შეირჩევიან. რეგისტრაციის შემდეგ ტარდება პირადი გასაუბრებები, რის შედეგადაც ღონისძიებაზე ხვდებიან მხოლოდ ის დამწყები ფრილანსერები და სტარტაპერები, რომლებსაც აქვთ რეალური საჭიროება, შეზღუდული რესურსები და ამასთანავე განვითარების მოტივაცია.
- მრავალფეროვანი მიმართულებები: სამიტი ფარავს დამოუკიდებელი პროფესიონალებისთვის ყველა კრიტიკულ სფეროს: AI და ტექნოლოგიები, დასაქმება, ბრენდინგი, კარიერული კონსულტაცია, ლიდერშიპი და მეწარმეობა, მარკეტინგი და კონტენტის შექმნა. ღონისძიება ასევე მოიცავს იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს, და რაც მთავარია — დისკუსიებს მენტალურ ჯანმრთელობაზე, რაც ფრილანსინგის განუყოფელი გამოწვევაა.
- პრაქტიკული მხარდაჭერა: 2 სცენის პარალელურად, სადაც თემატურად განსხვავებული გამოსვლები ჩატარდება, მთელი დღის განმავლობაში, პრაქტიკული ვორქშოფების სერია გაიმართება ცალკე იზოლირებულ დარბაზში.
- გამოფენები: მოეწყობა დასაქმების, პროფესიული განათლებისა და ტექ-კომპანიების სპეციალური საგამოფენო სივრცეები.
- სოციალური მისია: ღონისძიებაზე იმოქმედებს დონაციის სისტემა. დამსწრეებისგან შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდება რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მომავალი ტექ-პროდუქტებისა და განათლების დაფინანსებას.
„ჩვენი მიზანია წავშალოთ საზღვრები ტალანტებსა და შესაძლებლობებს შორის. Unlimited არის სივრცე, სადაც თეორიული ცოდნა ხვდება პრაქტიკას, საიდანაც შთაგონებით, მოტივაციითა და არგაჩერების ჟინით დამუხტული ადამიანი მიდის დამუხტული, შთაგონებული და მეტი თავდაჯერებით აგრძელებს საქმიანობას,“ — აცხადებს სამიტის მთავარი ორგანიზატორი, ნინო ზექალაშვილი.
ორგანიზატორების შესახებ:
- ნინო ზექალაშვილი: სამიტის მთავარი ორგანიზატორი. 8-წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტერი, ფრილანსინგის ეკოსისტემისა და „ფრილანსერების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, Sami Marketing Agency-ის CEO, Bliz.cc-ის თანადამფუძნებელი და GeoLab-ის ლექტორი, რომლის მიზანიც საქართველოში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მეწარმეებისთვის უსაზღვრო შესაძლებლობების შექმნაა.
- კონსტანტინე დვალიშვილი: ტექნოლოგიური დირექტორი (CTO) და სისტემური არქიტექტორი 10+ წლიანი გამოცდილებით; SHUBI-ის აღმასრულებელი დირექტორი (CEO).
- გიორგი გვაზავა: ფინანსებისა და სტრატეგიის აღმასრულებელი 15+ წლიანი გამოცდილებით. Project Z-ის მმართველი პარტნიორი, Z.GE-ს თანადამფუძნებელი, Axel-ის ანგელოზი ინვესტორი, ასევე SHUBI-ის CFO და სტრატეგიული დირექტორი.
ღონისძიების დეტალები და პარტნიორები:
- გენერალური სპონსორი: Bank of Georgia
- სპონსორები: PSP, Megatechnica, Upgaming, IT Academy Step Georgia, cc, Web Features
ლოკაცია: საერთო სამუშაო სივრცე „კომბინატი“ (მოსკოვის გამზ. N13, თბილისი)
დასწრება: თავისუფალია (მხოლოდ შერჩეული 350 მონაწილისთვის).
რეგისტრაცია სავალდებულოა და სრულდება აპრილს 4 აპრილს, 22:00.
მონაწილეთა სარეგისტრაციო ბმული: [ბმული]