ავსტრალიის მთავრობა საწვავის გადასახადს დროებით გაანახევრებს, რათა დაიცვას მომხმარებლები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის გამო გლობალური ენერგომატარებლების ფასების ზრდისგან, – იუწყება Bloomberg ავსტრალიის ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ კანბერაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 1 აპრილიდან ბენზინისა და დიზელის გადასახადი ლიტრზე დაახლოებით 0.26 ავსტრალიური დოლარით (0.18 აშშ დოლარი) შემცირდება. შედეგად, 65 ლიტრიანი ავზის ბენზინის შევსება დაახლოებით 19 ავსტრალიური დოლარით ნაკლები დაჯდება. ღონისძიება სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

მთავრობა ასევე სამი თვით შეამცირებს მძიმე ტექნიკაზე გადასახადს და ექვსი თვით გადადებს მის დაგეგმილ ზრდას.

ვრცლად interfax - ზე