საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით, მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემოსული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა 7 პიროვნება, ქვათაცვენის შედეგად, ერთ-ერთმა მათგანმა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება.

სამაშველო ოპერაციაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად,  სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.