საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტორის შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 26 აპრილს დაიწყება და 29 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 323 900 ლარია.

შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 2 წელი.

პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შემსყიდველი/დამკვეთი ორგანიზაციებისათვის მიწოდებული უნდა ჰქონდეს პროექტორი. რის დასტურადაც პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს, შესრულებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია ან პრეტენდნტმა წარმოადგინოს შესაბამისი SPA/CMR/NAT ნომერი.