USAID-ისა და საქართველოს პარტნიორობა ჯანდაცვის მიმართულებით ხელს უწყობს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თანამშრომლობა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამებით დაიწყო, რასაც მოჰყვა მოსახლეობის Pfizer-ის ვაქცინებით უზრუნველყოფა COVID-ის წინააღმდეგ საბრძოლველად და ეს მხარდაჭერა დღესაც გრძელდება.

USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ჰოფმანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, სადაც სახელმწიფო საავადმყოფოებსა და სოფლის პირველადი ჯანდაცვის კლინიკებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანმო-ს სტანდარტების სამედიცინო ინვენტარი და აღჭურვილობა გადაეცათ. ეს მხარდაჭერა უზრუნველყოფს სამედიცინო სფეროს მზადყოფნას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მომავალი გამოწვევების წინააღმდეგ და ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სპეციალისტების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

კლინიკებს გადაეცათ ვერცხლისწყლის გარეშე მომუშავე ციფრული არტერიული წნევის მონიტორები და თერმომეტრები, რაც ეტაპობრივად დაეხმარება სოფლის კლინიკებში ვერცხლისწყალზე დაფუძნებული მოწყობილობების ხმარებიდან ამოღებას და შეამცირებს ვერცხლისწყლით გამოწვეულ გარემოსდაცვით საფრთხეს.