ქალაქ ხაშურში, 9 ამრილის ქუჩა N98-ში  ს.ს მექანიკოსის მფლობელობაში არსებული საწარმო 4.9 მილიონ ლარად იყიდება, მიწის ფართობი  40 000კვ.მ-ია, ხოლო შენობის 11 000 კვ.მ.

როგორ აუქციონის აღწერილობაშია ნათქვამი ობიექტი ქალაქის ცენტრიდან 350 მეტრში მდებარეობს და მოიცავს შემდეგ შენობა ნაგებობებს.

  • ადმინისტრაციული შენობა: 3 სართული 1400 მ2 ფართი
  • საამქრო 1: 5280 მ2 ფართიო
  • საამქრო 2: 2563 მ2
  • საამქრო 3: 468 მ2
  • საამქრო 4: 843 მ2
  • საწვავის ავზი 2500ტონა
  • შენობა (სასაწყობე) 423 მ2
  • ელ.მომარაგების ცენტრი: 1,3 მეგავატის 122 მ2

რკინიგზა გადის ქარხნის ტერიტორიიდან 80 მეტრში.

აუქციონის აღწერილობაში ნათქვამია, რომ ადგილმდებარეობის და დიდი ტერიტორიის გამო ადგილზე შეიძლება მრავალსართულიანი ბინების მშენებლობაც.