7 მაისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა +6 +17გრადუსი იქნება.

ღამით ყინვა და თოვლჭყაპია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში მაღალმთიანეთში. ტემპერატურა -1 +10 გრადუსის ფარგლებში იქნება.

წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებშიც, ტემპერატურა  +7 +18 გრადუსის ფარგლებში იქნება.

წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც, ტემპერატურა +10 +17 გრადუსი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.