Starring Georgia-ს ინფორმაციით, 12 ივნისს, თბილისში გასამართ კანიე უესთის კონცერტზე დასასწრები ბილეთების 100% უკვე გაყიდულია.
"ორი დღის განმავლობაში, YE-ს შოუს 70 000 ბილეთის გასაყიდად დედამიწას სულ რაღაც 8 საათიანი ბრუნი დასჭირდა. კიდევ ერთი რეკორდი Starring Georgia-სთვის და კიდევ ერთხელ - მთავარ როლში საქართველო!შევხვდებით 12 ივნისს, დინამო არენაზე, საქართველოში პირველი 360 გრადუსიანი სცენის ირგვლივ" - წერს Starring Georgia.
ცნობისთვის, დინამო არენაზე 12 ივნისს დაგეგმილი კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყებოდა და 1600 ლარს აღწევდა.