გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მდინარე რიონზე, მოქალაქე გასაბერი ნავიდან აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური მოწყობილობისა და ე.წ. ჩოგან ბადის  გამოყენებით ახდენდა თევზჭერას.

თევზჭერისას ასევე ელექტროშოკურ მოწყობილობას იყენებდა მოქალაქე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში მხინარე კოხზე.

სამართალდამრღვევებს, ჯამში, 4 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული.

ვინაიდან ორივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.