ბოლო ორი წლის განმავლობაში, hr.gov.ge-ზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 12.5 პროცენტით არის გაზრდილი - ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის ანგარიშში არის საუბარი.

ოფიციალური მონაცემებით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ‒ www.hr.gov.ge 2023 წელს 6961 ვაკანსია გამოცხადდა, აქედან:
4580 ‒ ღია კონკურსი;
226 ‒ დახურული;
589 ‒ შიდა;
1000 ‒ გამარტივებული;
482 ‒ სტაჟირება;
84 ‒ სხვა ტიპის კონკურსი.
ცნობისთვის, 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე 6186 ვაკანსია იქნა გამოცხადებული. აქედან, 3181 ღია კონკურსის წესით, 354 -დახურული, 625 -შიდა, 1021 სტაჟირება, ხოლო 38 - სხვა.
როგორც აღინიშნა, 2023 წელს გამოცხადებული სტაჟირებების რაოდენობა 539-ით არის შემცირებული, რაც 52,8 პროცენტიანი კლებაა 2022 წელთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 იანვრიდან სტაჟირება ანაზღაურებადი გახდა და შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა.

bpn.ge