გორში, სამეფოს ქუჩაზე, კულტურის სახლის ყოფილი შენობა დაიწვა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია. შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.