გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობისდეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ქობულეთისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

სოფლებში - ჩაისუბანსა და ფურტიოში, მოქალაქეებს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ დამონტაჟებული. მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებულია დაახლოებით 4 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვეტექნოლოგიებს. გამკაცრებულია სანქციებიც. ყველა აღნიშნული ქმედების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონოტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. შემცირებულია უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობაც. 2024 წელს დეპარატამენტის მიერ 93 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო იყო გამოვლენილი, 2025 წელს კი,  31-ით ნაკლები, 62 ფაქტი გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტპატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდესგარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირებახდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.