დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის (მასკოტი) შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

„კონკურსის მიზანია შეიქმნას პერსონაჟი, რომელიც გააძლიერებს ეროვნული პარკების ბრენდს, გააღრმავებს გარემოსდაცვით ცნობიერებას და წაახალისებს ეკოტურიზმს.

გმირი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც რეალური ცხოველი, ისე გამოგონილი პერსონაჟი, სხვადასხვა არხის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ბუნების შესახებ, შთააგონებს მის დაცვას და ხელს შეუწყობს პარკებისადმი ინტერესის ზრდას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს, ასევე გუნდებს (არაუმეტეს 3 წევრი), პროფესიული გამოცდილებისა და ასაკის მიუხედავად.

განაცხადების მიღება: 20 მაისი – 15 ივნისი

ელფოსტა: Ketevani.Moralishvili@gopa.de

მთავარი პრიზი: 20,000 ლარი

კონკურსი ხორციელდება პროექტის ფარგლებში „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ KfW-ისა და გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია: https://apa.gov.ge/ge/media/News/daculi-teritoriebis-saagento-gia-konkurss-acxadebs.page“- ნათქვამია ინფორმაციაში.