დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 200 000-ს გადააჭარბა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აღნიშნული ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგია.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის, ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეკოტურიზმის განვითარებაა, რის ფარგლებშიც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. „მიმდინარე წელს, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საპიკნიკესივრცეები, ვიზიტორთა ცენტრები და საპარკინგე ინფრასტრუქტურა, რაც ვიზიტორებს უფრო კომფორტულგარემოს სთავაზობს“.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებული და ახალი ინფრასტრუქტურის საშუალებით შევძლებთ ტურისტული ნაკადების მიღებას და მათთვის კომფორტული, და უსაფრთხო გარემოს შექმნას“, — აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.
მისივე განცხადებით, მომავალშიც გაგრძელდება ეკოტურიზმის განვითარება. სააგენტო გეგმავს 6 ახალიდაცული ტერიტორიის დაარსებას, სადაც სამომავლოდ მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ეს შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, მოახდინოს ტურისტული სერვისებისა და ნაკადების დივერსიფიცირება და კიდევ უფრო გააძლიეროს დაცული ტერიტორიების ტურისტული პოტენციალი.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.