2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემას ემსახურება.