ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასები გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა. ყველაზე მაღალი ზრდა „საქართველოს კაპიტალმა“ აჩვენა.
Georgia Capital PLC-ის აქციების ღირებულება კვირის განმავლობაში 11.25%-ით გაიზარდა და 44 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.05 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში მისი აქციები 35.18%-ით გაძვირდა.
Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 7.15%-ით გაიზარდა და 124.40 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 6.12 მილიარდი გირვანქა სტერლინგია, ხოლო ექვსთვიანი ზრდა 24.46%-ს აღწევს.
TBC Bank Group PLC-ის აქციები კვირის განმავლობაში 2.58%-ით გაძვირდა და 49.36 გირვანქა სტერლინგს მიაღწია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.72 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, ბოლო ექვს თვეში კი აქციების ფასი 15.73%-ით გაიზარდა.
ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოსთან დაკავშირებული სამი კომპანიაა წარმოდგენილი: Bank of Georgia Group, TBC Bank Group და Georgia Capital.
როგორ იცვლება ქართული კომპანიების აქციების ღირებულება ლონდონის საფონდი ბირჟაზე ყოველკვირეულად, გაიგეთ "კომერსანტის" სტატიებიდან.
წყარო: Galt & Taggart