რუსი მწერალი და აქტივისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ წუხელ, გვიან ღამით, შენდეროვიჩმა განცხადება გაავრცელა.
შენდეროვიჩი, რომელიც ანტიპუტინისტური პოზიციისა და აქტივიზმის გამო რუსეთში „უცხოურ აგენტადაა“ შერაცხული, განმარტავს, რომ ერთი კვირის განმავლობაში მას თბილისსა და ბათუმში კონცერტები უნდა ჩაეტარებინა.
„საქართველოში არ შემიშვეს. თბილისში და ბათუმში კონცერტები არ იქნება.
ათობით მეგობარი, ასობით მაყურებელი, თერაპიული სიცილი, ხუთი ფუნტი ურთიერთსიყვარული, ასი ჩაწერილი წიგნი და ჩემი გასტრონომიული ბედნიერების კვირა - ეს არ მოხდება. დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვა საქართველო ჩემგან, კარგად.
ჯერ ჩემგან არა...
არ გავრისკავ და არ ვუწოდებ ივანიშვილისდროინდელ საქართველოს „პუტინის პროვინციას“ მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობაა, არა?
... 2006 წელს, სამარცხვინო ანტიქართული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, მე, ასობით სხვა მოსკოველთან ერთად, პუშკინის მოედანზე საპროტესტო აქციაზე მივედი სამკერდე ნიშნით - "მე ვარ ქართველი" .
როგორც უკვე ირკვევა ჩემი დეპორტაციის შემდეგ (თბილისიდან), ჯერ კიდევ არ ვარ საკმარისად ქართველი.
სასაცილო გამოვიდა.“- წერს შენდეროვიჩი