ბელარუსის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი და ბელარუსი სექტემბერში გასამართ წვრთნებზე ბირთვული იარაღისა და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე ივარჯიშებენ.
ბელორუსი გენერალ-მაიორის, ვალერი რევენკოს განცხადებით, წვრთნების მიზანი რუსეთისა და ბელარუსის შესაძლებლობების გამოცდა და „კავშირის სახელმწიფოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად.
სამხედრო წვრთნები 12-იდან 16 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.