პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ დაუყოვნებლივ გადაყვანის მიზნით, ევროსასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას არ მიადგა რეპუტაციული ზიანი, იმ დროს, როდესაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება.
„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს, 12 მაისს, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დრო