„ოპოზიციავ , თუ რამის “თავი” გაქვს პარლამენტში გემს მიხედეთ გემს! რუსული კანონის წინააღმდეგ უთქვენოდაც იკრიბება ხალხი რუსთაველზე და არც ჩვენი პარტნიორები მიგვატოვებენ“ - ამის შესახებ ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში ოფშორებიდან აქტივების გადმოტანასთან დაკავშირებულ საგადასახადო შეღავათების  შესახებ კანონპროექტს ეხმაურება მისი თქმით ოპოზიციის პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ასეთი “თაღლითური” კანონპროექტების მიტინგების ფონზე შემოპარება ხელისუფლებას არ გააბედინოს. 

„ოპოზიციავ , თუ რამის “თავი” გაქვს პარლამენტში გემს მიხედეთ გემს! რუსული კანონის წინააღმდეგ უთქვენოდაც იკრიბება ხალხი რუსთაველზე და არც ჩვენი პარტნიორები მიგვატოვებენ…და თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა ასეთი “თაღლითური” კანონპროექტების მიტინგების ფონზე შემოპარება არ გააბედინოთ ხელისუფლებას.

ფულის პირდაპირ 0%-ში და ფულის წარმომავლობის გადამოწმების ფილტრის გარეშე საქართველოში გათეთრებისთვისაა და ცოტა ტვინს თუ დაატანთ და თქვენს პირდაპირ მოვალეობას, პარლამენტში მუშაობას, შეასრულებთ ( რაშიც იღებთ ხელფასს იღებთ )იქნებ მიხვდეთ კიდეც რა კანონპროექტია და ვისთვის და რისთვისაა ეს დაწერილი და შემოპარებული, თუ არადა მართლა გაიარეთ რა… “ - წერს ლევან კობერიძე.