ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესებისა და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს," - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
კობახიძის თქმით, საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად წელიწადნახევარი იბრძოლა.
"კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლა მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც კარგი არ არის, რადგან, საბოლოოდ, ამან საქართველოში არეულობები შექმნა. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს.
რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესებისა და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა". - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თქვა ირაკლი კობახიძემ.