დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართება.
სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
დღის წესრიგში შეტანილია 13 საკითხი:
- საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
- საქართველოს კანონების პროექტები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „თბილისი ენერჯისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უცხოური საწარმოს ფილიალ „ჯიენვი ჯორჯიასთვის“ იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საფეხბურთო კლუბ საბურთალოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №500 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს „დიეს ენერჯის“ შორის „დიეს ენერჯის მზის ელექტროსადგურის“ შესახებ 2023 წლის 3 ივლისს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ენერგეტიკული საწარმოების მიმართ შპს „ჯორჯიან მანგანეზისა“ და სს „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ არსებული დავალიანების გადავადებისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირების თაობაზე”
- საქართველოს მთავრობის განკარგულებების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“ (5 პროექტი)
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ცალკეულ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ”
- საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი ,,განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების შესახებ”
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ (ს/კ: 203829250) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კასს თაუერისთვის“ (ს/კ: 404615546) სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინფორმაციის მოწონებისა და შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრისათვის“ თანხმობის მიცემის თაობაზე“
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წწ-ის“ დამტკიცების შესახებ”