გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი  საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელს, რაიმუნდ იელეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV,  ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ინკლუზიური სოფლის მეურნეობის, მიწის მდგრადი მართვის, აკვაკულტურის, მეცხოველეობა-მერძევეობის სექტორების განვითარების, ასევე, პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის სტიმულირების საკითხებზე.

დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას წლების განმავლობაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ორგანიზაციის მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც შეხვედრაზე რაიმუნდ იელემ აღნიშნა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას აგრძელებს.

სამუშაო შეხვედრას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლის მოადგილე მამუკა მესხი, ორგანიზაციის თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.