ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ვებსაიტები.

როგორც „პუბლიკა“ წერს, რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო ქართული ოცნების ვებგვერდი, თუმცა ამ დროისთვის, უკვე ჩართულია. ამ დრომდე მიუწვდომელია POSTV-ის ვებგვერდი.

Anonymous-ის განცხადებაში ვკითხულობთ:

„Anonymous-მა წაშალა საქართველოს მმართველი პარტიის (http://gd.ge) და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიის POSTV (http://postv.media) ვებგვერდები.

საქართველოს რუსეთის მიერ მართულ მარიონეტულ ხელისუფლებას: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ უგულებელყავით ჩვენი მოთხოვნა, შეგეწყვიტათ პოლიციური სისასტიკე დემონსტრანტების წინააღდმდეგ და განაგრძეთ მათზე ძალადობა, შევიწროება და დაზიანება. თქვენივე მოქალაქეების წინააღმდეგ არაადამიანური საქციელისთვის ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ რესურსის დაზიანებას და გამორთვას.

ეს არ არის მუქარა, ეს პირობაა. სანამ სამართალი არ იზეიმებს, მას ჰაკერული თავდასხმები და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზეზი გაამართლებს თავდასხმას თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე.

გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება”.