ამ წუთებში აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველზე შეკრებილები, რომლებიც ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მე-11 დღეა უწყვეტ რეჟიმში აქციებს მართავენ, მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გაემართნენ და იქ მყოფ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.

ფოტო: ბაჩანა საჯაია