13-15 მაისს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისს ეწვევა.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ მასთან ერთად იქნებიან ევროპელი კოლეგებიც.
,,13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქს: თბილისს!
ჩემთან ერთად ჩამოვლენ პატივცემული კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.
მოუთმენლად ველით მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების მამაც აქტივისტებთან შეხვედრას'',- წერს როთი.