თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურის ტერიტორიაზე, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის მაგისტრალური არხის 3775 მეტრი სიგრძის  მონაკვეთის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს.

მაგისტრალური არხი იწმენდება ხე-ბუჩქნარისა და დაგროვილი დანალექი გრუნტისგან. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარწყავი წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფლების - შალაურის, ქვემო ხოდაშენის, წინანდლის, ბუშეტის, ვანთის, აკურის, კახიფრის, ვაჩნაძიანის, კალაურისა და შაშიანის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე. 

საერთო ჯამში, გაწმენდითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს  დაახლოებით 1000 ჰექტრამდე  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ეფექტიან მორწყვას. 

პროექტი, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს, დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს