საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ხელშეკრულება კომპანია „ბილდკინგთან“ გააფორმა. კომპანიამ კონკურენტებთან შედარებით ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადება წარადგინა.

შესყიდვის პროცედურაში ოთხი კომპანია მონაწილეობდა:

  • „დაგი“ — 12 987 000 ლარი;

  • „საბა კონსტრაქშენ“ — 12 611 380 ლარი;

  • „არ სი ქონსთრაქშენ“ — 12 575 041 ლარი;

  • „ბილდკინგი“ — 11 650 000 ლარი.

ხელშეკრულების თანახმად, თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 21 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. შეთანხმება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არის ძალაში.

გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 13 746 999 ლარს შეადგენს, დღგ-ის ჩათვლით.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2016 წელს რეგისტრირებული კომპანია „ბილდკინგის“ წილები ლაშა რუხაძესა (40%) და ნელი კალაძეს (40%), ასევე დავით კაპანაძეს (20%) ეკუთვნით.