ტავ ჯორჯიამ  წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელააეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში ტავ ჯორჯიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩადო. 

გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკიE”, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან (Wide-body) საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებული სამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO-ს სტანდარტებს. ამ სამუშაოების  პარალელურად, საქაერონავიგაციამ  ვიზუალური ჰაერსანაოსნო საშუალებების (სანათები და ნიშნები) განახლება/მონტაჟი განახორციელა.

ასევე, ტავ ჯორჯიას ინვესტიციითთბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომები მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დიდ გაბარიტიანი (Wide-body), ICAO-ს სტანდარტით F” და E” კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი  სადგომი მოეწყო. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანი #3-ისტერიტორიას, სადაც მოეწყო   საშუალო გაბარიტიანი (Narrow-body), ICAO-ს სტანდარტებით C” კოდის მქონე თვითმფრინავის 3 სადგომი და  ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა  და მოეწყო 3 ვერტმფრენის სადგომიც.

აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამში ხელოვნური საფარი 100 000 2 -მდე  ფართობზე განახლდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკა, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა-შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე, მიმდინარეობს აეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დეპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტი. ტავ ჯორჯიამ შეიძინა სრულიად ახალი, სწრაფი რეაგირების სახანძრო-ავტომობილი, რომელიც ICAO-სსტანდარტების გათვალისწინებით ევროპული ბრენდის RENAULT-ის ბაზაზე მოდიფიცირდა

ეს არის აეროპორტის ის ნაწილი, რომელსაც მგზავრები მხოლოდ ილუმინატორებიდან ხედავენ დაალბათ ბევრს არც კი უფიქრია, თუ რამხელა რესურსს, ძალისხმევასა და ინვესტიციას საჭიროებს  ამინფრასტრუქტურის მუდმივი წესრიგში ყოფნა. მით უმეტეს კი იმ ფონზე, როცა მგზავრთნაკადითბილისის აეროპორტში  წლიდან წლამდე იმატებს და უფრო და უფრო მეტი თვითმფრინავი ხვდება ამტერიტორიაზე. მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში აქ, აეროდრომის ნაწილში  ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნიკაზე ტავ ჯორჯიამ 16 მილიონამდე ლარი დახარჯა, რათა იმსაჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებენ ფრენებსჰქონდეთ  მაღალი ხარისხის სერვისი და უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიები, რომელსაც როგორცეროვნული ასევე ICAO- სტანდარტები ითვალისწინებსსამიმოსვლო ბილიკის გაფართოებისა დაახალი სადგომების მოწყობის  შედეგად ჩვენ უკვე გვაქვს საშუალება რომ შეუფერხებლად, შეზღუდვებისგარეშე მივიღოთ დიდგაბარიტიანი საჰაერო ხომალდები და გავზარდოთ თბილისის საერთაშორისოაეროპორტის გამტარუნარიანობა. ასევე, მნიშვნელოვანია სახანძრო დეპოს გაფართოებაც. როცა ესკონკრეტული პროექტი დასრულდება, სახანძრო დეპოში მოეწყობა  სასწავლო სივრცე პერსონალისგადამზადებისთვის და ასევე  ფიზიკური მომზადებისთვისაც. ამასთანავე, საგანგებო სიტუაციებისეფექტურად სამართავად რეაბილიტირებულ დეპოში განთავსდება საავარიო ოპერატიული ცენტრი - აცხადებს ტავ ჯორჯიას აეროდრომის შესაბამისობის მონიტორინგის ხელმძღვანელი ლევან მოსეშვილი.

ტავ ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღეის მდგომარეობით 227 000 000 ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.