საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით.

მოლაპარაკებების შედეგად, მხარეებს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად 2026 წელს, საქართველოში, გაიმართება ორმხრივი შერეული კომისიის სხდომა. ამასთანავე, მიმდინარე წელს ქართული მხარე ბერძნული მხარისგან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის განკუთვნილი სანებართვო დოკუმენტების დამატებით რაოდენობას მიიღებს.

შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც საავტომობილო ტრანსპორტის სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების კუთხით, ისე სატრანზიტო მიმოსვლის მიმართულებით.

შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი საბერძნეთში ლევან ბერიძე.

ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს