შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში  მაგისტრალური არხის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში მოეწყო  1935 მეტრი სიგრძის მონოლითური რკინა-ბეტონის არხი,  რაც წყლის დანაკარგს შეამცირებს.

პროექტის ღირებულებამ 1 556 600 ლარი შეადგინა.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, დაახლოებით  300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების მორწყვა გაუმჯობესდება. ფერმერებს სტაბილურად  და დროულად მიეწოდებათ სარწყავი წყალი, რაც დადებითად აისახება  სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაზე.

კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს