საქართველოში გზების მშენებლობის ტემპი არასაკმარისია, ავტომობილების რაოდენობა კი მზარდია. ამას თან ერთვის ის გარემოებაც, რომ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო-საკომუნიკაციო ტერიტორიაა. მომრავლდა სატრანზიტო მანქანები. მაგისტრალების გარკვეულ ნაწილს უკვე ტრაილერები იკავებენ, რაც აფერხებს გადაადგილებას, ქმნის საცობებს და ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევის მიზეზიც ხდება. როგორც დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, მართალია, გზების მშენებლობის ტემპი მანქანების როდენობის ზრდას ვერ დაწეევა, მაგრამ სწორი მიდგომა პრობლემის შეამსუბუქებს.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რთულად ესახება საავტომობილო დრგის სპეციალისტ რობერტ იანტბელიძეს. ის რომ საქართველოში ავტომობილების ზრდა წინ უსწრებს ავტობანების მშენებლობას, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მისი მოგვარება სახელმწიფოს სერიოზული ჩარევის გარეშე შეუძლებელია.
,,საჭიროა პრობლემა სტრატეგიული მიმართულების დანიშნულების დონეზე იყოს აყვანილი. იმისათვის, რომ ტრანსპორტის მოზღვავებული ნაკადის გატარება შეძლოს ქვეყანამ უნდა დაიწყოს გზების გაფართოება და მშენებლობა. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, სადაც გადგილდება სატრანსპორტო საშულაებები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, შუა აზიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, თუქეთიდან, ირანიდან. ამიტომაც გამტარუნარიანობა ხელშემწყობი უნდა იყოს. სამწუხაროდ ასე არ ხდება.
დედაქალაქის მაგალითზეც ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ კორპუსების მშენებლობით არიან დაინტერესებული. თბილისში მშენებლობის ბუმია. ხიდებზე ან პანდუსების მშენებლობაზე კი არავინ ფიქრობს. იგივეა მიდგომაა ქვეყნის მასშტაბითაც. გზების განტვირტვა დ მოწესრიგება ხელს შეუწყობს ეკოლოგიასაც. რაც უფრო სწრაფად და დროულად გაივლის ტრანსპორტი, მით უფრო ნაკლები იქნება ეკოლოგიური დაბინძურებაც. როცა მანქანა მდორედ მოძრაობს მეტი საცობი და გამონაბოლქვია.შესაბამისად, მეტი ტყვია და ავადმყოფობაა ჩვენს ორგანიზმშიც", - განაცხადა იანტბელიძემ.
მისივე თქმით, ბევრია დროში გაწელილი პროექტებიც, რომელთა დასრულებასაც ბოლო არ უჩანს, არადა სატრანსპორტო კვანძის განვითარება ქვეყნის ეკონომკისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
,,შემოვლითი გზა, რომელიც ყაზბერგზე გადის დროში გაიწელა და გადაიდო, არადა, თავის დროზე, ძალიან დიდი პროექტი იყო. მოგეხსენებათ, ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო სატრანსპორტო კვანძია, რომლის საშუალებითაც ხდება გადაზიდვები და შესაბამისი თანხების მოზიდვა სახელმწიფოში. ჩვენთვის ეს გზა ფინანსების მოზიდვის წყაროა. თუ ასე გაგრძელდა, გამოვა რომ სახელმწიფო ამ საკითხს პრიორიტეტულად არ აღიქვამს.
ფაქტი ერთია, პრობლემა მწვავეა, საცობები უკვე საგრძნობია. მოგეხსენებათ, ავტომაგისტრალი ჩქაროსნულ გზას ნიშნავს. ჩვენთან კი პირიქით ხდება, მანქანები სიჩქარეს ვერ ავითარებენ. მეტსაც გეტყვით, თბილისიდან რუსეთისკენ დამაკავშირებელი მაგისტრალის ნატახტარი-ყაზბეგის მონაკვეთის 1,5 -კმ.-იანი მანძილი სრულიად ჩაბნელებულია. 20-30 ბოძია საჭირო ამ მონაკვეთის გასანათებლად. ამის გაკეთებაც კი არ უნდათ. ასეთი მიდგომა გუგრილობის და უპასუხისმგებლობის შედეგია. პასუხისმგებელი პირები ვერ გრძნობენ სახელმწიფოსგან სათანადო მოთხოვნას", -დასძინა რობერტ იანტბელიძემ.
არსებული პრობლემის მოგვარებას სხვა ჭრილში განიხილავს პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ხელმძღვანელი გელა კვაშილავა. მისი აზრით, სარკინიგზო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოწესრიგება გზებზე გამტარუნარიანობას გააუმჯობესებს.
,,მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მოწესრიგდეს და ადამიანებმა შეუფერხებლად იმგზავრონ. პარალელურად კი არსებული სარკინოგზო კავშირები აღდგეს და ამით ქალაქებს შორის მიმოსვლა გაუმჯობესდეს.
მოგეხსენებათ, ჩვენთან როგორც გამავალი, ასევე შიდა ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ეკოტრანსპორტი. ის მეტი ადამიანის გადაყვანის საშუალებას იძლევა და ეკოლოგიურადაც უფრო უსაფრთხოა. ვფიქრობ, მთავარი და აუცილებელი მაინც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებაა - ვაგონების მოწესრიგება, დასახლებულ პუნქტებსა და აეროპორტებს შორის კავშირების შექმნა. თუ რეალურად გვინდა განტვირთვა მივიღოთ ქალაქებში და მის გარეთ, მაშინ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.
მაგალითად, რუსთავი-თბილისის რკინიგზა რატომ არ უნდა ამოქმედდეს? უამრავი ადამიანი იმგზავრებდა ორ ქალაქს შორის. გამტარუნარიანობა უფრო გართულდება იმ ფონზე, როცა ყოველწლიურად ინდივიდუალური ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება. ასევე საუბარია ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობაზეც. ცხადია, ეს ყველაფერი გზებზე უფრო მეტ დატვირთვას შექმნის. თუ ასე გაგრძელდა, მომავალში უარესს სურათს მივიღებთ", - განაცხადა კვაშილავამ.
მაგისტრალებზე ავტომობილების გადაადგილება უფრო რომ არ შეიზღუდოს, აუცილებელია მგზავრთა გადაყვანების სისტემა განვითარდეს, რაშიც ინვესტირებაა საჭირო.
,,ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო ახორციელებს ისეთ ინტეგრირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ხალხის მასობრივ გადაყვანაზეა ორიენტირებული და ამით ბევრ პრობლემას აგვარებენ. ასეთი დამოკიდებულება უსაფრთხოა როგრც მომსახურების, ისე ეკოლოგიის კუთხითაც.
ჩვენი ადგილმდებარეობიდან და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ცხადია ტრანსპორტის ზრდაც მოსალოდნელია. ამიტომაც ვახსენე პარალელურად სარკინიგზო ხაზის განვითარება. ტვირთთა ნაკადის გადატანა ადვილი და მოხერხებული გახდება. რკინიგზა ქალაქებს, პორტებს უფრო მეტად დააკავშირებს ერთმანეთთან და გამტარუნარიანობასაც დააბალანსებს. ცხადია, საავტომობილო გზების განვითარებას დიდი დროს მოითხოვს. შეუძლებელია მისი მშენებლობის ტემპი მაქანების რაოდენობის ზრდას დაეწიოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია ალტერნატული საშუალებების გამონახვა", - აღნიშნა კვაშილავამ.
საქართველოში რომ ავტომობილების ზრდა, წინ უსწრებს ავტობანებისა და ცალმხრივი მოძრაობის გზების მშენებლობას, ამაზე ეკონომისტი სოსო არჩვაძეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ერთ მაგისტრალურ გზაზე სულ უფრო მეტი ავტომობილი მოდის, თუმცა ქვეყანაში ავტომობილის რაოდენობა მაგისტრალური გზის პროპორციულად არ მატულობს, რაც პრობლემას უქმნის ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას.
„საქართველო არის სატრანზიტო-საკომუნიკაციო ტერიტორია, საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტი გადაადგილდება. გზების საკმაოდ დიდ ნაწილს ტრაილერები იკავებს, ქმნიან შეფერხებებს და საავარიო სიტუაციებს. ჩვენ გვჭირდება გზების უფრო სწრაფი და მასშტაბური მშენებლობა. რომ ავიღოთ თურქეთი და საქართველო, ყოველ კვადრატულ კილომეტრზე საქართველო თითქმის ორჯერ ჩამორჩება თურქეთს ავტომაგისტრალების სიგრძით, საბერძნეთს კი - 3-ჯერ“, - აღნიშნა არჩვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 1 876 380 ავტომობილია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.
წყარო: რეზონანსი