მსოფლიოში, როგორც წესი, უძრავი ქონების იჯარის ფასი უფრო დაბალია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი მაღალია, საქართველოში კი პირიქითაა, თუმცა თანდათანობით ამ მიდგომის გადაფასება ჩვენთანაც ხდება.

ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა იუთუბ არხზე „ჯანმრთელობის დღიურები“ პოდკასტების სერიის „ჯანსაღი დიალოგის“ ერთ-ერთ ეპიზოდში საუბრისას განაცხადა.

როგორც წამყვანმა, ზურაბ ალხანიშვილმა აღნიშნა, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები უფრო ხშირად სახლდებიან ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის დაბინძურების ხარისხი უფრო მაღალია, რადგან აქ იჯარის ფასი ნაკლებია. 
ბიძინა კულუმბეგოვის თქმით კი, საქართველოში ყველაზე ჯერ კიდევ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება იმ ქუჩებზე ცხოვრება, სადაც ავტომობილების ინტენსიური მოძრაობაა.

მისი თქმით, უტყუარად, 100-300 მეტრის დიამეტრის დისტანციებიტაა დადგენილი, რომ  რაც უფრო მაღალია გამავლობა ტრასაზე, ასეთ არეალში ორგანული აქროლადი ნაერთების, მყარი ნაწილაკების, ოზონის, აზოტის დიოქსიდისა თუ დიზელის  და სხვა მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია  გაცილებით მაღალია, ვიდრე ასეთი ადგილებიდან დაშორებულ ადგილებში. მოწყვლადი ჯგუფებისთვის კი, კულუმბეგოვის თქმით, ასეთი საცხოვრებელი პირობები კატასტროფულია.
მისივე შეფასებით, ზედა სართულებზე ცხოვრება ამ კუთხით მეტ-ნაკლებად უსაფრთხოა, თუმცა საფრთხისგან ესეც ვერ გვიცავს, რადგან ბავშვები ხშირად არიან ეზოში, გააადგილდებიან მანქანებით და, შესაბამისად, საათობით დგანან საცობებში.

„უცხოეთში ფასი აკლდება ისეთ სახლებს, რომელიც არის ძალიან დიდი პროსპექტების ირგვლივ, სადაც ასიათასობით მანქანა, საღამოს 5 საათის შემდეგ საათობით საცობში დგას - თუმცა თბილისში ეს კანონზომიერებაც დარღვეულია და მთელი დღე საცობია., ჩვენთან კი ეკოლოგიური პარადოქსია - ასეთ ადგილებში ფასები მატულობს.

ჩვენს ქვეყაბნაში, რაც უფრო მაღალი გამავლობის ქუჩებზე და გამზირებზე გაქვს სახლი, ეს უფრო პრესტიჟულად ითვლება. ეს მოვლენა გადასაფასებელი გვაქვს, თუმცა საქართველოში,  განსაკუთრებით თბილისში, ბოლო წლებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ადამიანები ქალაქგარეთ გადიან,“ - აცხადებს კულუმბეგოვი.

წყარო: jandacva.ge