დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანს აშენებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„გამგეობამ აღნიშნულ ტერიტორიაზე 54 უსახური ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით, სპორტული მოედნის მშენებლობა გადაწყდა.

მოედანი მულტიფუნქციურია და სპორტის სხვადასხვა სახეობაზე იქნება გათვლილი.

სპორტული მოედნის მშენებლობისთვის 295 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.

სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.