მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა ქალაქ ჭიათურაში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

პროექტი უნდა მოიცავდეს ამორტიზებული სტადიონის რეკონსტრუქციას UEFA-ს III კატეგორიის სტანდარტების შესაბამისად, ასევე, საცურაო აუზისა და კალათბურთის დარბაზის სრულ რეაბილიტაციას.

არანაკლებ 6000 მაყურებელზე გათვლილ სტადიონზე უნდა მოეწყოს განახლებულ ტრიბუნებ, მედია სივრცე, გასახდელებ, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებ, კომერციულ და ადმინისტრაციულ ზონებ.

ინფრასტრუქტურა აღიჭურვება  თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი  უსაფრთხოების განათებისა სისტემებით.

პროექტი ხელს შეუწყობს ჭიათურაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტის განვითარებას და საერთაშორისო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობას.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს