ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ოფისი გაყიდა - ამის შესახებ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული განცხადებიდან ხდება ცნობილი.
განცხადების თანახმად, უძრავი ქონების მყიდველი შპს "ევ დისტრიბუშენი" იქნება, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის დირექტორის თანამდებობას ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე იკავებს, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი თამაზ ცოფურაშვილი.
უძრავი ქონების მთლიანი ფართობი 4,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე განთავსებული ნაგებობის ფართობი 2406 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აღნიშნული ოფისი პარტიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გახსნა.