სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. 

„ადგილობრივი სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი გადატანილია წაღვერის საქმიან ეზოში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.