„ლივერპულში“ გიორგი მამარდაშვილი რეალურად გუნდის მეორე მეკარე იქნება, – ამის შესახებ The Sports Bank-ის დამფუძნებელი და რედაქტორი პოლ ბენქსი წერს.
„გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი გასულ ზაფხულს გაფორმდა, თუმცა, რეალურად, ქართველი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბს ახლა შეუერთდება და მეორე მეკარე იქნება.
„ლივერპულმა“ მამარდაშვილი 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ვალენსიიდან“ 35 მილიონ ევროდ დაიმატა. ახლა გარიგება საბოლოოდ დასრულდა და ინგლისელებს ალისონის შემდეგ ახალი მეორე მეკარე ჰყავთ.
გარიგების თანახმად, მამარდაშვილმა გასული სეზონი „ვალენსიაში“ გაატარა, სადაც 2021 წლიდან თამაშობდა. კაოიმინ კელეჰერის „ბრენტფორდში“ გადასვლის შემდეგ მერსისაიდელებს ახალი მეკარე სჭირდებოდათ და მამარდაშვილი მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებს“, – წერს პოლ ბენქსი.