კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, მომხმარებლების მიმართვიანობა ყოველწლიურად მზარდია. სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქმეების 90%  მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.

"ეს არის იმის შედეგი, რომ ბიზნესი ძირითადად ჩვენთან თანამშრომლობს. ჩვენ არ ვართ სხვადასხვა მხარეს მდგომები, ამ პროცესში პარტნიორები ვართ. ეს 90%, რომელიც მომხმარებელთა სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი, ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ჩვენთან  თანამშრომლობს, რადგან საერთო სურათი იყოს პოზიტიური და ჰყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.

მისი თქმით, წელს კომპანიები დაახლოებით 30 000 ლარამდე დაჯარიმდნენ და ესენი ძირითადად სოციალურ  ქსელში მოვაჭრე, რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული კომპანიები არიან, რომლებმაც დაფიქსირებული დარღვევა არ გამოასწორეს.

ბიზნესპარტნიორი