2025 წელს მთავრობა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებას გეგმავს, მათ შორის, სტარტს აიღებს ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა, განახლდება თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობა, განხორციელდება ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტი. ამის შესახებ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ დოკუმენტშია აღნიშნული. პროექტები 2025-2028 წლებზეა გაწერილი.

გთავაზობთ პროექტებს, რომელთა დაწყებას მთავრობა 2025 წელს გეგმავს: (პროექტების ნაწილი წელსვე სრულდება, ნაწილი კი 2028 წლის ჩათვლით არის გაწერილი)

  • თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (მოძრავი შემადგენლობის განახლება) (AIIB) – 30 მლნ ლარი.

  • ენერგოეფექტურობის ღონისძიებები და შენობების ევროკავშირის ენერგოეფექტურობის სტანდარტებთან მიახლოება (ბათუმის საბავშვო ბაღები) (KfW) – 5 მლნ ლარი.

  • მდგრადი ურბანული განვითარება - ურბანული მობილობა ბათუმში (KfW) – 5 მლნ ლარი - (ჯამური ღირებულება 48 მლნ ლარი).

  • საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტი (AFD) – 1.650 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 11.850 მლნ ლარი).

  • სპორტული ინფრასტრუქტურის მხარდამჭერი ღონისძიებები - 200 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 1.7 მლრდ ლარი).

  • მდგრადი წყალმომარაგებისა და სანიტარული სექტორის განვითარების პროგრამა (ADB) – 15 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 54.929 მლნ ლარი).

  • სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ბათუმი(ჭოროხი)-სარფის მონაკვეთზე ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა (ADB) – 35 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 620 მლნ ლარი).

  • ენერგიის დამაგროვებელი მოწყობილობის პროექტი (ADB) – 5 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 355 მლნ ლარი).

  • თელავის აეროპორტის ახალი ინფრასტრუქტურა - 5 მლნ ლარი.

  • თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა - 20 მლნ ლარი (ჯამური ღირებულება 340 მლნ ლარი)

წყარო: bpn.ge