ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება და გადასახადი მხოლოდ იმ მოქალაქეებზე გავრცელდება, რომელთა წლიური შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება. როგორც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, ცვლილების შედეგად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება დაახლოებით 81 000 მოქალაქეს მოეხსნება. კომერსანტთან საუბრისას თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის დამფუძნებელი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ქონების გადასახადის ზღვრის აწევა გარდაუვალი პროცესია, რადგან 2005 წლიდან დღემდე არ გადახედილა.
„რა თქმა უნდა, ქონების გადასახადის ზღვრის აწევა გარდაუვალი იყო, ვინაიდან ის უკვე ვეღარანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებდა. წარმოიდგინეთ, აღნიშნული ზღვარი 2005 წელსშევიდა ძალაში და მაშინ 40 000 ლარინამდვილად მაღალ შემოსავლად ითვლებოდა. მას შემდეგ უამრავი პარამეტრი შეიცვალა, დაწყებული კურსით, გაგრძელებული ფასების დონით. მხოლოდ ინფლაცია ამ პერიოდთან შედარებით 2.5-ჯერ არის გაზრდილი.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დღეს, თუ ცოლ-ქმარს თვეში 2 000-2 000 ლარი შემოსავალი აქვთ, მათ უკვე ქონების გადასახადის გადახდა უწევთ. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ დღეს 2 000 ლარი მაღალი შემოსავალი ნამდვილად არ არის, უფრო პირიქითაც. აქედან გამომდინარე, ცხადია, ამ ზღვრის აწევააუცილებელი იყო“, - აცხადებს პაატა ბაირახტარი.
პაატა ბაირახტარი ასევე ამბობს, რომ გარდა ქონების გადასახადის ზღვრისა, არის სხვა ტიპის გადასახადები, რომელებზეც არსებული ზღვარი მოძველებულია, მაგალითად, დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელიც ასევე უნდა გადაიხედოს.
„არის კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც მინდა, რომ ყურადღება მივაქციოთ. თუ მთავრობა აცნობიერებს, რომ ქონების გადასახადის ზღვარმა თავისი დრო მოჭამა დაგადახედა ამ ზღვარს, ჩნდება კითხვა: რა დააშავა სხვა გადასახადებმა, რომელთა ზღვრებიც ასევე მოძველებულია, ზოგიერთი მათგანი კი უფრო მეტადაც?
რატომ არ განიხილავს მთავრობა, მაგალითად, დღგ-ს ზღვრის გადახედვას? ან განბაჟების ზღვრის გადახედვას? ამ გადასახადებისთვისაც ხომ შეიცვალა ეკონომიკური პარამეტრები?“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.